ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

25 აპრილს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია: მიმართვის ფორმები ახალ ქართულში. სტრუქტურა და ფუნქციონირება.

ამ ნაშრომით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალი საერთაშორისო რეფერირებადი სერიის გამოცემას სახელწოდებით: ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა.

გამოცემის შესახებ

ამ მონოგრაფიით ავტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს-პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის მეცნიერული აღწერისა და სწავლების, ასევე ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში; წლების განმავლობაში იგი იკვლევდა საქართველოს ტოპონიმიის, ლექსიკოლოგიის, ლექსიკოგრაფიისა და ქართული ენის სტილისტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, არის არაერთი განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონის შემდგენელი.

ავტორის შესახებ

შუქია აფრიდონიძემ აღზარდა ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა თაობები; განუზომელია მისი ღვაწლი უცხოური ქართველოლოგიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს შუქია აფრიდონიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებულ ტოპონიმიკის ლაბორატორიასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 2006 წლიდან იგი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ენის სწავლებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი და აკადემური საბჭოს წევრი. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, მთელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის საქართველოსა და უცხოეთში.

დრო: 25 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილია ჭავჭავაძის გამზირი #32

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები