ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ შუქია აფრიდონიძის ლექცია და თარგმანის მასტერკლასი

ღონისძიებები

25 აპრილს, 16:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი შუქია აფრიდონიძე წაიკითხავს საჯარო მოხსენებას მხატვრული თარგმანის ენობრივ პრობლემატიკაზე. საკუთარი მთარგმნელობითი გამოცდილებიდან მომხსენებელი ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც თარგმნის პროცესში სხვადასხვა სისტემის ენათა შეხვედრისას იჩენს თავს როგორც ვერსიფიკაციული, ისე წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით:

  • ფიქსირებული სიტყვათმახვილის უქონლობა ქართულში და მისი არსებობა სათარგმნ ენებში (ცოცხალ ინდოევროპულ ენათა უმეტესობა, რუსული);
  • სქესის გრამატიკული კატეგორიის უქონლობა ქართულში და მისი არსებობა ინდოევროპულ ენათა უმრავლესობაში, მათ შორის რუსულშიც – კერძოდ, არსებით სახელებსა და ზოგიერთ ნაცვალსახელში;
  • განსხვავება თვით ინდოევროპული ენების შიგნითაც გრამატიკული სქესის კატეგორიაში.

ამ გრამატიკული მოცემულობის ფონზე მოხსენებაში ნაჩვენები იქნება ვერსიფიკაციის სასარგებლოდ მეტრიკისა და პოეტიკის სხვადასხვა კომპონენტის (მეტრი, რითმა, რიტმი, ალიტერაცია...) ვარირება-გააქტიურების ტენდენციები. მომხსენებლის დაკვირვება-შენიშვნები დოკუმენტირებული იქნება სათანადო ილუსტრაციებით თარგმანებიდან.

მომხსენებელი აუდიტორიას წარუდგენს საკუთარ თარგმანებს, მათ შორის 2017 წელს გამოცემულ ანა კალანდაძის ლექსების კრებულს რუსულ ენაზე.

დრო: 25 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია.

ბანერები