ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ შიბაშიჰ გირის საჯარო ლექცია: „ენდროგენული ღეროვანი უჯრედები და ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედები კვლევასა და თერაპიაში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“

ღონისძიებები

13 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ შიბაშიჰ გირის საჯარო ლექცია: „ენდროგენული ღეროვანი უჯრედები და ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედები კვლევასა და თერაპიაში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“.

თემის მოკლე მიმოხილვა

ორგანოების რეგენერაციის თვალსაზრისით ენდოგენული ღეროვანი უჯრედების აქტივაცია ალოგენური/ავტოლოგური ღეროვანი უჯრედების გადანერგვასთან შედარებით უფრო ეფექტური და დახვეწილი მეთოდია. ბუნებრივია, ადგილობრივი ენდოგენული უჯრედები აქტიურად მონაწილეობენ დაზიანებული უჯრედების/ქსოვილის/ორგანოების აღდგენაში, რაც რეგენერაციული მედიცინისთვის პერსპექტიულ და წარმატებულ პლატფორმას წარმოადგენს. ფაქტობრივად, ლოკალური ენდოგენური უჯრედები ორგანოს რეგენერირების მეტი უნარით ხასიათდება. ყველა ორგანოს საკუთარი ლოკალური ენდოგენური უჯრედები აქვს, რომლებიც, ჩვეულებრივ, პასიურ მდგომარეობაში არიან, თუმცა აქტიურდებიან ორგანოს რეგენერაციის საჭიროების შემთხვევაში. ლოკალური ორგანოს რეგენერაციის მიზნით ენდოგენური უჯრედების იდენტიფიკაცია და აქტივაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა  ღეროვანი უჯრედების კვლევასა და თერაპიაში. ადამიანის სხვადასხვა ორგანოს, მაგალითად, კანის გულის, ტვინის, ღვიძლის და თირკმლის ენდოგენური ღეროვანი უჯრედების იდენტიფიკაცია და მათი რეგერენაციული პოტენციალის აღწერა in vitro და (ცხოველის ორგანიზმის შემთხვევაში) in vivo მოდელებში, ასევე კლინიკის პირობებში, ჩვენი კვლევისა და თერაპიის მთავარი თემაა. იმუნური სისტემის მსგავსად, ენდოგენური ღეროვანი უჯრედების სისტემებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ამა თუ იმ ორგანოს რეგენერაციაში. ცხოვრების თანამედროვე სტილი აფერხებს ენდოგენური ღეროვანი უჯრედების სისტემების რეგენერაციულ პოტენციალს. ორგანოების რეგენერაციის არაერთი შემთხვევა გაანალიზდა, რაც ცხოვრების სტილის ცვლილებას (გაჯანსაღებას) ითვალისწინებდა. შესაბამისად, წინამდებარე კვლევის ძირითად ფოკუსს ენდოგენური ღეროვანი უჯრედების მნიშვნელოვანი როლის შესწავლა წარმოადგენს. ორგანოთა დეგენერაციის პრევენციისა და ამ ტიპის დაავადებათა შეძენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ენდოგენური ღეროვანი უჯრედების სისტემის სათანადო გაფრთხილება და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დაცვა.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი შიბაში გირი ლაიფციგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური ცენტრის გამოყენებითი ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და უჯრედული ტექნოლოგიების ხელმძღვანელის მოადგილე და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელის მტევნის ქირურგია.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 13 ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები