ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ რუდოლფ შტიხვეს საჯარო ლექცია: "დემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები. სახეზეა თუ არა დემოკრატიის კრიზისი?”

23 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროფ. რუდოლფ შტიხვე წაიკითხავს საჯარო ლექციას: "დემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები. სახეზეა თუ არა დემოკრატიის კრიზისი?” (Democraticand Authoritarian Political Systems. Is there a Crisis of Democracy?).

რუდოლფ შტიხვე გამოჩენილი თანამედროვე გერმანელი სოციოლოგია. 2012 წლიდან ის ბონის უნივერსიტეტის პროფესორია, მანამდე კი მუშაობდა გერმანიის, საფრანგეთისა და ავსტრიის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში, იყო ლუცერნის უნივერსიტეტის რექტორი. მის ნაშრომებს შორისაა: ”მეცნიერული დისციპლინების მოდერნული სისტემის განვითარებისათვის” (1984); ”მეცნიერება, უნივერსიტეტი, პროფესორები” (1991); ”მსოფლიო საზოგადოება” (2000); ”ინკლუზია და ექსკლუზია” (2005); ”უცხო”(2010).

მოხსენება ტარდება ლექციების ციკლის ფარგლებში "კრიზისი და კრიტიკა", რომელსაც მხარს უჭერს კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი.

სამუშაო ენა: ინგლისური (სინქრონული ქართული თარგმანით)

დრო: 23 სექტემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები