ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ როლფ შტაინინგერის საჯარო ლექცია: „ახალი ფაქტები ცივი ომის შესახებ“

ღონისძიებები

3 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ინსბრუკის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორი, როლფ შტაინინგერი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ახალი ფაქტები ცივი ომის შესახებ“.

საჯარო ლექცია ჩატარდება გამოფენის - „ცივი ომი: მიზეზები, ისტორია, შედეგები “ - ფარგლებში. გამოფენა, კონრად ადეუნაურის ფონდის, გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SovLab) ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება 2 მაისს, 18:30 საათზე, ფაბრიკა ჰოსტელში (ე. ნინოშვილის ქ. #8).

მომხსენებლის შესახებ

უახლესი ისტორიის მკვლევარი, პროფესორი როლფ შტაინინგერი, დაიბადა 1942 წელს, ქალაქ პლეტენბერგში (გერმანია). ინგლისურ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას დაეუფლა მარბურგის, გოტინგენის, მიუნხენის, ლანჩესტერისა და კარდიფის უნივერსიტეტებში; 1971 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი, 1980 წელს გახდა ჰანოვერის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1983 წელს მოღვაწეობას შეუდგა ინსბრუკის (ავსტრია) უნივერსიტეტში; იგი ინსბრუკის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია 1984 წლიდან. პროფესორ შტაინინგერის ნაშრომები, ძირითადად, ეხება ომისშემდგომი გერმანიის, ავსტრალიისა და სამხრეთ ტაიროლის ისტორიას.

1995 წლიდან შტაინინგერი ევროგაერთიანების ინიციატივით შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამას - Jean Monnet Programme - ხელმძღვანელობს;

ამავე დროს, არის ახალი ორლეანის უნივერსიტეტის ეიზენჰაუერის ამერიკანისტიკის ცენტრის საბჭოს მთავარი წევრი და ევროპული საზოგადოების კვლევების ასოციაციის (ECSA) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. სხვადასხვა დროს როლფ შტაინინგერი მოწვეული პროფესორის სტატუსით მუშაობდა ჰანოის, საიგონისა და კეიპტაუნის უნივერსიტეტებში.

ლექციის ენა: ინგლისური

ლექციის დრო: 3 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები