ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ რევაზ სოლომონიას ლექცია: „პრედისპოზიცია და მეხსიერება მხედველობითი იმპრინტინგის დროს: მიკრო-რნმ-ები და მათი სამიზნე ცილები“

ღონისძიებები

14 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ რევაზ სოლომონიას ლექცია თემაზე: „პრედისპოზიცია და მეხსიერება მხედველობითი იმპრინტინგის დროს: მიკრო-რნმ-ები და მათი სამიზნე ცილები“

წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის დასწავლის პროცესისა და მეხსიერების ჩამოყალიბების შემდეგ უამრავი სპეციფიკური მოლეკულური განსხვავება აღინიშნება დასწავლის ხარისხის მიხედვით და, მით უმეტეს, საკოტროლო ცხოველებთან შედარებით. ყველა ეს აღწერილი განსხვავება დასწავლის შედეგია. თუმცა შეიძლება იყოს გარკვეული მოლეკულები, რომელთა მიხედვით განსხვავება დასწავლის შედეგს კი არ წარმოადგენს არამედ მათი წინასწარი დონე განსაზღვრავს დასწავლის უნარს/სიძლიერეს. მიკრო-რნმ-ების პროფილირებამ და სხვა ანალიზმა გამოავლინა ერთი ასეთი მათგანი, კერძოდ, მიკრო-რნმ-130b-3p.


დრო: 14 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები