ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ რევაზ შანიძის საჯარო ლექცია „KM3NeT – ნეიტრინული ფიზიკისა და ასტროფიზიკის პროექტი ხმელთაშუა ზღვაში“

ღონისძიებები

29 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, რევაზ შანიძე წაიკითხავს მოხსენებას „KM3NeT – ნეიტრინული ფიზიკისა და ასტროფიზიკის პროექტი ხმელთაშუა ზღვაში“.

ნეიტრინოებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში. ამ ნაწილაკების ბუნება, სხვა ფუნდამენტური ნაწილაკებისგან (ფერმიონებისგან) განსხვავებით, დღესაც დაუდგენელია. მაგალითად, ჯერ კიდევ უცნობია ამ ნაწილაკების მასები. ნეიტრინოები ნივთიერებასთან მხოლოდ სუსტი ძალების საშუალებით ურთიერთქმედებენ, რის გამოც მათი ექსპერიმენტული შესწავლა რთულ პრობლემას წარმოადგენს. ამავე თვისებების გამო ეს ნაწილაკი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ასტროფიზიკურ დაკვირვებებში. დღეისათვის ნეიტრინული ფიზიკა და ასტროფიზიკა ფუნდამენტური კვლევების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.

ნეიტრინოების ფიზიკისა და ასტროფიზიკის მოკლე განხილვის შემდეგ მოხსენებაში საუბარი იქნება პროექტ KM3NeT-ზე, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ნეიტრინოების შესწავლა ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული დეტექტორების საშუალებით. ამჟამად ამ პროექტში, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკოსთა ჯგუფიც მონაწილეობს, მიმდინარეობს ნეიტრინული დეტექტორების განლაგება ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე.

დრო: 29 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2019

ბანერები