ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ქრისტიან პროსის ლექცია: რევოლუცია და შეშლილობა

ღონისძიებები

30 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, სოციალური და კულტურის კვლევებისინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება პროფესორ ქრისტიან პროსის ლექცია: რევოლუცია და შეშლილობა.

ქრისტიან პროსი ბერლინის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის, "შარიტეს", ემერიტუს-პროფესორი და ბერლინის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელია. ტრავმის, მედიცინისა და ადამიანის უფლებების შესახებ პუბლიკაციების გარდა, ქრისტიან პროსი ნაცისტურ სამედიცინო დანაშაულებებსა და აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური რეჟიმის რეპრესიათა გვიანდელ შედეგებზეც წერს.

ლექციაზე ქრისტიან პროსი განიხილავს 1970-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში არსებული ანტიფსიქტიატრიული ჯგუფის შემთხვევას.

1970 წელს, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში სტუდენტთა და პაციენტთა პოლიტიზირებული ჯგუფი აღმოცენდა, რომელიც თავს "სოციალისტ პაციენტთა კოლექტივად" (SPK) მოიხსენიებდა. მათ სწამდათ, რომ მენტალურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი შედეგიანი გზა "პათოგენური კაპიტალისტური პატრიარქალური საზოგადოების დამხობა" იყო. პაციენტს "დაავადება იარაღად" თავისი "არაცნობიერი უბედურება" კი მისივე სასოწარკვეთის მიზეზთა გამაცნობიერებელ "უბედურ ცნობიერებად" უნდა ექცია. საჭირო იყო ექიმ-პაციენტის ურთიერთობის (როგორც პაციენტის "ობიექტის როლის” გამოხატულების) ანულირება და, ნაცვლად ამისა, ყოველი პაციენტის "საკუთარი თავისა და სხვათა თერაპევტად გადაქცევა". 1971 წელს, საავადმყოფოსთან და სახელმწიფო ჩინოვნიკებთან მზარდი და ძალადობრივი კონფლიქტის შემდეგ, SPK დაიშალა, ხოლო მისი ლიდერები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.

ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ქართული თარგმანით.

დრო: 30 სექტემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებრეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

ბანერები