ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ქრისტიან კიორნერის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

2017 წლის 12 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით პროფესორი ქრისტიან კიორნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "Explaining the climatic range limits of plant species” („მცენარეთა კლიმატური არეალის საზღვრების დახასიათება“).

მომხსენებლის შესახებ: ქრისტიან კიორნერი (Christian Körner) ინსბრუკის მაღალმთის ეკოლოგიის ცნობილი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი 1949 წელს დაიბადა ქ. ზალცბურგში (ავსტრია). სადოქტორო დისერტაცია მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის საკითხებზე ქ.ინსბრუკში ცნობილი ფიტოეკოლოგის, ვალტერ ლარხერის ხელმძღვანელობით დაიცვა. ქრისტიან კიორნერი 1989 წლამდე ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში მოღვაწეობდა.1989 წელს მიიღო ბოტანიკის პროფესორის წოდება და მუშაობა განაგრძო ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლიდან იგი ემერიტუს-პროფესორია. ქრისტიან კიორნერი  400-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორია. იგი იყო ჟურნალ "Science"-ის სარედაქციო საბჭოს წევრი. ამჟამად არის ჟურნალების – "Oekologia" და "Alpine Botany" - რედაქტორი; რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების წევრი. 40 წელია,  აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან. მისი წიგნი "Alpine Plant Life: Functional plant ecology" 2008 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართულ ენაზე გამოსცა. 2015 წელს ქრისტიან კიორნერი აირჩიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

თემის დასახელება: "Explaining the climatic range limits of plant species” („მცენარეთა კლიმატური არეალის საზღვრების დახასიათება“).

თემის მოკლე აღწერა: მოხსენება შეეხება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – კლიმატის გლობალური ცვლილების ეკოლოგიურ პერსპექტივებს. კერძოდ, მის გავლენას სახეობათა სივრცითი განაწილების (ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციურ გრადიენტებზე) თავისებურებებზე.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 12 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები