ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ქრისტიან ჯორდანოს საჯარო ლექცია

ღონისძიებები

21 ნოემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საჯარო ლექციას წაიკითხავს შვეიცარიელი ანთროპოლოგი და სოციოლოგი, პროფესორი ქრისტიან ჯორდანო. 

ლექციის თემაა: Europe: Cores, Peripheries and Postcolonial Relations.

ლექციის დასრულების შემდეგ, პროფესორს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

მომხსენებლის შესახებ

ქრისტიან ჯორდანო (Christian Giordano) შვეიცარიელი ანთროპოლოგი და სოციოლოგი, ფრიბურგის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. 2002 წლიდან იგი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორისაა: „მსოფლიო ხედვა, პოლიტიკური ქცევა და ეკონომიკა პოსტკომუნისტური ტრანზიციის პროცესში (I-II) (1993 წ.), „ანთროპოლოგია და ეთიკა“ (1994 წ.), „პოლიტიკის ანთროპოლოგია შინ I-II“ (1999 წ.), „ინტერეთნიკური ურთიერთობები და პოლიტიკის მულტიკულტურალიზმი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის“ (2005 წ.) და სხვ.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 21 ნოემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები