ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ქეთევან შენგელიას საჯარო ლექცია „საიდან იწყება ბახი“

ღონისძიებები

8 ნოემბერს, პარასკევს,19.30 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პროფესორ ქეთევან შენგელიას საჯარო ლექცია „საიდან იწყება ბახი“.

ქეთევან შენგელია ბაროკოს მუსიკის ავთენტურ შემსრულებელთა თაობის წარმომადგენელია. იგი ლაიფციგის უმაღლესი სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია ძველებური მუსიკის მიმართულებით.

ამჟამად ქეთევან შენგელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის პროფესორია. მისი სასწავლო და კვლევის ინტერესებია მე-17-18 საუკუნეების დასავლეთევროპული მუსიკა, მისი შესაძლო კავშირი და გავლენები ამავე პერიოდის ქართულ მუსიკაზე, ისტორიული კლავიშიანი საკრავები და მუსიკის პედაგოგიკა.


დრო: 8 ნოემბერი,19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები