ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ქეთევან მაყაშვილის საჯარო ლექცია „საქმიანობის საკვანძო უნარების ფსიქოლოგიური აბილიტაცია უფროსკლასელებში“

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან მაყაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქმიანობის საკვანძო უნარების ფსიქოლოგიური აბილიტაცია უფროსკლასელებში“.

კვლევითი პროექტი „მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსის“ საპილოტე პროგრამის ნაწილია, რომელიც ფოკუსირებულია საქმიანობის საკვანძო უნარების გაძლიერებაზე. პროექტი მომზადებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მიერ, UNDP-ისა და ბერნის (შვეიცარია) კონფლიქტების მოგვარებისა და მითოდრამის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მიმართულებით იმ აბილიტაციური მეთოდოლოგიის ეფექტიანობის შეფასება, რომელსაც საფუძვლად უდევს შვეიცარიის საგანმანათლებლო, ასევე ბავშვთა და მოზარდთა კონსულტირების სისტემაში ფართოდ დანერგილი მეთოდი „მითოდრამა“ (ავტორი – პროფ. ალან გუგენბუჰლი). მოზარდის პიროვნულ სტრუქტურებზე სიღრმისეულად მოქმედი ეს ჰოლისტური მეთოდი რელევანტურია დ. უზნაძის განწყობის თეორიის პოზიციიდანაც და საინტერესოა, როგორც პედაგოგიური პრაქტიკის ოპტიმიზაციის კუთხით, ისე ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში.

პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ქართულ-შვეიცარიული ორგანიზაცია „ნერგის“ ფსიქოლოგების მიერ მოწვეული მკვლევრების ჩართვით. კვლევის შედეგები პროფესიული მომზადების კუთხით მოზარდებთან მუშაობის საგულისხმო ტენდენციებს ავლენს.


დრო: 19 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები