ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ქეთევან მაყაშვილის საჯარო ლექცია: ანტიციპაციის პროცესი ბავშვის სწავლების, კონსულტირებისა და აბილიტაციის პრაქტიკაში

ღონისძიებები

29 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ყოველთვიური საჯარო ლექციების ფარგლებში, პროფესორი ქეთევან მაყაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ანტიციპაციის პროცესი ბავშვის სწავლების, კონსულტირებისა და აბილიტაციის პრაქტიკაში“.

ანტიციპაცია, ანუ ხდომილების ინდივიდური პროგნოზი და შესაბამისი მზადყოფნა, სიცოცხლისუნარიანობის ძირითადი ატრიბუტია. არსებითია მიზნობრივი კავშირი ანტიციპაციასა და განათლების ფართო გაგებას შორის, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება იყოს ფორმულირებული: „განათლება არის ის, რაც გადარჩება დასწავლილის დავიწყების შემდგომ“ (B. F. Skinner, New Scientist, May 1964). ანტიციპაციურ პროცესს თვითმხარდაჭერისა და უსაფრთხოების ფუნქცია გააჩნია, მაგრამ ცვალებად ფიზიკურ და განსაკუთრებით სოციალურ გარემოში სირთულეების წარმოშობაც შეუძლია. ცვლილებისას ანტიციპაციურ პროცესთან დაკავშირებული განცდისა და ქცევის კანონზომიერების (საქართველოში შეისწავლება უზნაძის განწყობის თეორიისა და „განწყობის ეფექტის“ კვლევებით) გათვალისწინება მნიშვნელოვანია ბავშვის სწავლების, კონსულტირებისა და აბილიტაციის პრაქტიკის ეფექტიანობისათვის.

პროფესორ ქეთევან მაყაშვილის ლექცია ფოკუსირდება თვითმხარდაჭერაზე ორიენტირებული, ცვლილების ალგორითმის მქონე თეორიული მოდელებისა და ბავშვის კეთილდღეობისკენ მიმართული შესაბამისი პრაქტიკების ურთიერთმიმართების გააზრებაზე. თემა აგრეთვე ეხმიანება ბავშვის კეთილდღეობის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის იმპლემენტაციის ამოცანას საქართველოში.

დრო: 29 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები