ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ პიტერ ჩაილდსის საჯარო ლექციებისა და სემინარების ციკლი

ღონისძიებები

24 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრ SALiS-ს ეწვევა ლიმერიკის უნივერსიტეტის (ირლანდია) პროფესორი პიტერ ჩაილდსი. პროფესორი ჩაილდსი საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის გამართავს საჯარო ლექციებსა და ორ სემინარს – „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი“ – თბილისსა და თელავში.

სემინარები განკუთვნილია V, VI, VII კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის, რომლებიც არიან საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრ SALiS-ის მასწავლებელთა ქსელის წევრები.

პროფესორი პიტერ ჩაილდსი 2010 წლიდან თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრთან. მას აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების 40-წლიანი გამოცდილება; მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, უგანდაში, ინგლისსა და ირლანდიაში; 1980 წლიდან ჟურნალ Chemistry in Action-ის დამფუძნებელი და რედაქტორია; ბატონი ჩაილდსი წლების განმავლობაში იყო ირლანდიის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. ამჟამად აქტიურად მუშაობს ლიმერიკის უნივერსიტეტის ქიმიის განათლების კვლევის ჯგუფში. მას აქვს ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება.  ბატონი ჩაილდსი გახლავთ ევროკავშირის ექსპერტი და პროექტების შემფასებელი.

განრიგი

საჯარო ლექცია: საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მიდგომები ირლანდიის მაგალითზე

დრო: 27 სექტემბერი, 16 საათი

ადგილმდებარეობა: G106 (გ. წერეთლის N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


 სემინარი: კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი

დრო: 28 სექტემბერი, 16 საათი

ადგილმდებარეობა: SALiS ლაბორატორია, G კორპუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მხოლოდ SALiS-ის მასწავლებელთა ქსელის რეგისტრირებული წევრებისთვის.


საჯარო ლექცია: საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების თანამედროვე მიდგომები ირლანდიის მაგალითზე

დრო: 2 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: თელავის მე-7 საჯარო სკოლა

დასწრება თავისუფალია.


სემინარი:კვლევაზე დაფუძნებული სწავლება –  ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი

დრო: 3 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: თელავის მე-7 საჯარო სკოლა

მხოლოდ SALiS-ის მასწავლებელთა ქსელის რეგისტრირებული წევრებისთვის.


 ლექცია: საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება საუნივერსიტეტო საფეხურზე კვლევის შედეგები და გამოწვევები

 დრო: 4 ოქტომბერი, 16 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


 სემინარი: „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ბუნებისმეტყველების საიდუმლოებანი

დრო: 5 ოქტომბერი, 16 საათი

ადგილმდებარეობა: SALiS ლაბორატორია, G კორპუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 მხოლოდ SALiS-ის მასწავლებელთა ქსელის რეგისტრირებული წევრებისთვის.

ბანერები