ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ პაულო ქეჩიმის სემინარები

ღონისძიებები

23 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ პაულო ქეჩიმის სემინარი თემაზე: „ხე-ტყის კონსტრუქციების ხანძარმედეგი სისტემა (ხე-ტყისთვის ხანძრის მახასიათებელი თვისებები და ხე-ტყის ურთიერთკავშირი; ხე-ტყისა და მათი კავშირების რიცხვითი მოდელირება ხანძრის დროს)“.

25 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება სემინარი: „მცირე კონსტრუქციებისთვის პრობლემის გადაჭრის გზები ხანძრის შემთხვევაში. სწავლისა და სწავლების მეთოდები კონსტრუქციულ კურსებში“.

მომხსენებლის შესახებ

პაულო ბ. ქეჩიმი 22 წლის განმავლობაში ავერიეს უნივერსიტეტის (პორტუგალია) სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორია. ის არის 5 წიგნის, ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების ავტორი, ასევე 2 წიგნის/საკონფერენციო ნაშრომის რედაქტორი. პაულა ბ. კოჩიმი დასრულებული და მიმდინარე სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელია; აგრეთვე ევროპის რამოდენიმე დაფინანსებული პროექტის მონაწილე, ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომისიის წევრი.
მისი კვლევითი სფეროებია: სამშენებლო კონსტრუქციების ოპტიმიზაცია, კონსტრუქციული გაანგარიშებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, წინასწარ დატვირთვაზე გაანგარიშებული ჩამოსხმული გადახურვის ფილები; ბეტონის სექციები; სვეტები; ჯებირების წინასწარი დიზაინი; კონსტრუქციების გაანგარიშება სეისმური საქმიანობისთვის; ხიდების კონსტრუქციები; ხისა და შუშის ნაგებობები.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 23 იანვარი, 25 იანვარი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები