ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ნოკოლაი კოვალევის ლექცია/დისკუსია თემაზე: საქართველოს გამოცდილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაარსებიდან დღემდე

ღონისძიებები

13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, გიწვევთ ვილფრედ ლორიელს უნივერსიტეტის პროფესორის, ნოკოლაი კოვალევის ლექციაზე/დისკუსიაზე.

ლექცია/დისკუსია გაიმართება პროექტის - „ნაფიცი მსაჯულები საქართველოში - პირველი ნაბიჯები და მიღებული გამოცდილება“ ფარგლებში. პროფესორი კოვალევი, პროექტის ხელმძღვანელთნ და ილიაუნის ასოცირებულ პროფესორთან, გიორგი მელაძესთან, ერთად, იმსჯელებს საქართველოს გამოცდილებაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაარსებიდან დღემდე.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ამერიკის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და ლექტორები.

პროექტის შესახებ

პროექტი - „ნაფიცი მსაჯულები საქართველოში. პირველი ნაბიჯები და მიღებული გამოცდილება“ - მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით ლექციების/დისკუსიების გამართვას.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. ამ პერიოდიდან დღემდე სასამართლომ მათი დახმარებით 22 საქმე განიხილა. მათ შორის იყო საზოგადოებისათვის ცნობილი არაერთი გახმაურებული საქმე თუ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ გამართული პროცესები. 2017 წლის იანვრიდან, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კიდევ 5 ქალაქში - ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში ამოქმედდება. 


ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტია, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საქართველოში აქამდე არსებულ მართლმსაჯულების პრაქტიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და საჯარო ინსტიტუტები თანაბრად იყვნენ ინფორმირებული სისტემის მუშაობის პრინციპებსა და წესებზე. 

სამუშაო ენა: ქართული (უცხოელი ლექტორის ლექციის თარგმანს უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი მელაძე)


დრო: 13 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები