ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ნინო დანელიას საჯარო ლექცია „ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაცია და მისი გადამოწმების გზები”

ღონისძიებები

26 ნოემბერს, სამშაბათს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება ილიაუნის პროფესორის, ნინო დანელიას საჯარო ლექცია თემაზე: „ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაცია და მისი გადამოწმების გზები”. ლექცია ეწყობა მედიაწიგნიერების კამპანიის ფარგლებში, რომლის ინიციატორია ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი. კამპანიის მიზანია ახალგაზრდებში ყალბი ინფორმაციის შესახებ ცოდნის ამაღლება. კამპანიაში ჩართულია ილიას უნივერსიტეტი. წელს ილიაუნის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები – ავთანდილ შავაძე და ეკატერინე მურადაშვილი მედიაწიგნიერების ელფები გახდნენ.

ლექციათა ციკლის დასრულების შემდეგ კამპანიისთვის შერჩეული ათი სტუდენტი იმოგზაურებს საქართველოს რეგიონებში, გამართავს დისკუსიების სერიას სკოლებში და დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩაატარებს მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისკენ მიმართულ შეხვედრებს.

დრო: 26 ნოემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავაჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები