ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ნიკოლოზ ყაველაშვილის საჯარო ლექცია: „ეკონომიკური განვითარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე“

ღონისძიებები

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი, ნიკოლოზ ყაველაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეკონომიკური განვითარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე“.

მომხსენებელი მიმოიხილავს განვითარების თეორიას და მსმენელებს აუხსნის ქვეყნის განვითარების დონის გაზომვის ტექნიკებს, ერთმანეთს შეადარებს სხვადასხვა ქვეყნის განვითარების დონესა და მათი განსხვავების მიზეზებს. ლექციაზე საუბარი იქნება განვითარების დაგეგმვაზე, ეკონომიკურ ინსტიტუტთა, კერძო და არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში. მომხსენებელი მიმოიხილავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითებს.

საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ - ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

დრო: 12 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.

ბანერები