ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ნიკოლას რობინსონის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

16 მაისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101–ე აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "დედამიწის შეცვლილი კლიმატი: ახალი ეკოლოგიური და ეკონომიკური გზები" - "Earth's Changed Climate: New Ecologic and Economic Pathways". ლექციას წაიკითხავს ნიუ-იორკის პეისის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი, ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ნიკოლას რობინსონი.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს პეისის უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კლიმატის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ჯეიმს ვან ნოსტრანდი. საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ბანერები