ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ნებაჰატ ავჯიოღლუს საჯარო ლექცია

ღონისძიებები

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ნებაჰატ ავჯიოღლუ წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მეჩეთის მოდერნისტული და თანამედროვე არქიტექტურის მაგალითები ევროპაში, რუსეთსა და თურქეთში“

ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ

პროფესორი ნებაჰატ ავჯიოღლუ (Nebahat Avcıoğlu) არის ხელოვნებათმცოდნე და ისლამური არქიტექტურის სპეციალისტი. მისი ბოლო ნაშრომი ეხება ევროპაში არსებულ მეჩეთ-მუზეუმებს. ეს უჩვეულო ნაგებობები ჰიბრიდული ხასიათისაა და, როგორც მკვლევარი თვლის, ისინი ითავსებენ დიალექტიკურად განსხვავებულ თეოლოგიურ და სამოქალაქო ფუნქციებს.  ნაშრომში განხილულია ასეთი ტიპის ორი ნაგებობა: ვათანის მემორიალური კომპლექსი დაღესტანში (არქ. კ. კარიმოვი, 2004 წ.) და გოტლიბ ლაიტნერის მიერ აგებული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და შაჰ-ჯაჰანის მეჩეთი ლონდონში (1889 წ.).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო:12 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები