ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია „სტრატეგიული კომუნიკაცია სოციალურ მედიაში“

ღონისძიებები

5 დეკემბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან კარპენტერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სტრატეგიული კომუნიკაცია სოციალურ მედიაში“.

მომხსენებლის შესახებ 

ნათან კარპენტერი ილინოისის უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის კონვერგენტული მედიის ცენტრის დირექტორია. იგი სოციალური მედიაანალიტიკის მართვის ცენტრის (SMACC) ძირითადი შემქმნელი და კოორდინატორია. მართავს სასწავლო სივრცეებსა და ლაბორატორიებს, ასწავლის კომუნიკაციისა და ტექონოლოგიების კურსებს. დოქტორი კარპენტერი ყოველ სემესტრში აფინანსებს საბაკალავრო და სამაგისტრო/სადოქტორო საფეხურის რამდენიმე სტუდენტს და ამზადებს მათ სოციალური მედიის ანალიტიკის მეთოდებში, რითაც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობასა და პრაქტიკულ სწავლებას საზოგადოებრივი საქმიანობის ელემენტების გამოყენებით. 

2017 წელს დოქტორმა კარპენტერმა მოიპოვა სადოქტორო ხარისხი რიტორიკაში, თეორიასა და კულტურაში მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში; მისი კვლევითი სფეროებია: ტექნოლოგიების ფილოსოფია, სოციალური მედია და საზოგადოება და კულტურის კვლევები. თანაავტორია რამდენიმე სტატიისა, რომლებიც სოციალური მედიის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და სოციალური მედიის პოლიტიკის სფეროში გამოყენებას ეხება. Მისი სტატიები დაბეჭდილია ჟურნალებში Cultural Studies და Equality, Diversity & Inclusion. დოქტორი კარპენტერი ხშირად მონაწილეობს ეროვნულ და რეგიონულ კონფერენციებში და წარადგენს მოხსენებებს კომუნიკაციების შესახებ.


სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

 დრო: 5 დეკემბერი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები