ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ მიხაელ კვანტეს საჯარო ლექცია: „რელიგიის აკრძალვა? პლურალური საზოგადოება და ლიბერალური სახელმწიფოს ნეიტრალურობა"

ღონისძიებები

15 სექტემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი მიხაელ კვანტე წაიკითხავს ლექციას თემაზე „რელიგიის აკრძალვა? პლურალური საზოგადოება და ლიბერალური სახელმწიფოს ნეიტრალურობა".

მიხაელ კვანტე არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორი. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ჰეგელის, მარქსის, ადამიანის უფლებების, სოციალური სახელმწიფოსა და თანამედროვე ეთიკური პრობლემატიკის შესახებ.  

პროფესორ მიხაელ კვანტეს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 15 სექტემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები