ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ მერი ელეინ ჰეგლანდის საჯარო ლექცია: „ახალგაზრდა ქალების განათლება: კულტურა, კონფლიქტი და ახალი იდენტობები ირანულ სოფელში.“

ღონისძიებები

23 მარტს, პარასკევს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგი, პროფესორი მერი ელეინ ჰეგლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ახალგაზრდა ქალების განათლება: კულტურა, კონფლიქტი და ახალი იდენტობები ირანულ სოფელში“.

მერი ჰეგლანდი არის სანტა-კლარას უნივერსიტეტის პროფესორი. მის ბოლო წიგნს „რევოლუციის დღეები“, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა, მინიჭებული აქვს რამდენიმე პრემია, მათ შორის – ოქროს მედალი (მსოფლიო ისტორიის კატეგორია) 2015 წლის „დამოუკიდებელი გამომცემლების დაჯილდოება"-ზე (IPPYs). იგი არის ასევე 2015 წლის „Alpha Sigma Nu Book Award“-ის გამარჯვებული.

დრო: 23 მარტი, 17:00 სთ

ადგილმდებარეობა: A103 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები