ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ მათიას თეოდორ ფოგტის საჯარო ლექცია: „უნდა იყოს თუ არა ინტერკულტურულობის კვლევა ინტერდისციპლინური?“

ღონისძიებები

26  იანვარს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჩატარდება  გერმანელი ისტორიკოსისა და კულტურის ისტორიის პროფესორის, მათიას თეოდორ ფოგტის, საჯარო ლექცია: „უნდა იყოს თუ არა ინტერკულტურულობის კვლევა ინტერდისციპლინური?“ (Ought We to Tackle Research on Interculturality in an Interdisciplinary Approach?)

მომხსენებლის შესახებ

გერმანელი პროფესორი, დოქტორი მათიას თეოდორ ფოგტი (Matthias Theodor Vogt) კულტურული ინფრასტრუქტურის საქსონური ინსტიტუტის დამფუძნებელი და ციტაუ/გორლიცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორია კულტურის ისტორიისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მან ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოიპოვა, პოსტდოქტორანტურა კი 2008 წელს დაასრულა პეჩის უნივერსიტეტში.

მათიას თეოდორ ფოგტის ინტერესების სფეროა კულტურის პოლიტიკა, ევროპულ ქვეყნებში დემოკრატიის ხელშემწყობი კულტურულ გარემოებათა კვლევა, ისტორია, მუსიკოლოგია.

ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 26 იანვარი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები