ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ მარტინ როუზის საჯარო ლექცია: ”სპეციალური განათლება საქართველოში და ევროპაში”

ღონისძიებები

26 ოქტომბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” აბერდინის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ემერიტუსი პროფესორი, მარტინ როუზი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”სპეციალური განათლება საქართველოში და ევროპაში”. პროფესორი მარტინ როუზი ლექციაზე განიხილავს ევროპაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და მიდგომების მრავალფეროვნებას; ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ე.წ. უხილავი ბავშვების თემაზე და ადგილობრივი თემის როლზე ინკლუზიური საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფაში.

ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ქართული თარგმანით.

დრო: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები