პროფესორ მარსი შორის საჯარო ლექცია „დისიდენტობის დილემები: ვაცლავ ჰაველის ხილ-ბოსტნეულის გამყიდველის გადააზრება პოსტმოდერნულ ეპოქაში“
ღონისძიებები
6 მაისს, 18:00 საათზე, პროექტ Dilemma Academy-ს ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება მარსი შორის, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექცია „დისიდენტობის დილემები: ვაცლავ ჰაველის ხილ-ბოსტნეულის გამყიდველის გადააზრება პოსტმოდერნულ ეპოქაში“.
1978 წელს ვაცლავ ჰაველმა დაწერა კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის რიგითი ხილ-ბოსტნეულის გამყიდველის შესახებ, რომელიც ყოველ დილას სავალდებულო ლოზუნგს „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ მაღაზიის ვიტრინაში ათავსებდა. ჰაველი ხილ-ბოსტნეულის გამყიდველის ტყუილში ცხოვრებას აფასებს, რომელსაც გარე სამყაროს დასანახად თითქოს სჯეროდა კომუნიზმის, ხოლო საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ სხვაგვარად არ შეეძლო ემოქმედა. ავტორიტარული რეჟიმების დემონური ბუნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გააქროს ყველა სივრცე, სადაც თავს უდანაშაულოდ იგრძნობ. ეს ყოველივე კი ძალადობრივ საზოგადოებას ქმნის, სადაც ყველა თანამონაწილეა. ნორმალიზება მოახდინო იმის, რაც არასოდეს იქნება ნორმალური, ხდება წყარო სისტემის მდგრადობის და თანამონაწილეობის. ასეთ გარემოებებში რას ნიშნავს და რას მოითხოვს განსხვავებული აზრი? და რას ნიშნავს განსხვავება ტყუილსა და სიმართლეში ცხოვრებას შორის პოსტ-სიმართლის ეპოქაში?
მარსი შორმა 2025 წელს დაიწყო მუშაობა ტორონტოს უნივერსიტეტის მუნკის სკოლაში ევროპული ინტელექტუალური ისტორიის კათედრის გამგედ. მანამდე ის იელის უნივერსიტეტში ისტორიის პროფესორი იყო; ის არის ვენაში Institut für die Wissenschaften vom Menschen-ის რეგულარული მოწვეული მკვლევარი. 2025 წლის გაზაფხულზე ოქსანა ფოროსტინასთან ერთად კურირებდა კიევის წიგნის არსენალზე თემას „ყოველივე არის თარგმანი“. მარსი შორმა თარგმნა Michał Głowiński-ის წიგნი The Black Seasons და ავტორია არაერთი ნაშრომისა Caviar and Ashes: A Warsaw Generation's Life and Death in Marxism, 1918-1968, The Taste of Ashes: The Afterlife of Totalitarianism in Eastern Europe. მისი წიგნის უახლესი გამოცემა The Ukrainian Night: An Intimate History of Revolution გამოქვეყნდა 2024 წელს. მოპოვებული აქვს გუგენჰაიმის სტიპენდია წიგნისთვის In Pursuit of a Certain Truth: The Lives and Loves of a Central European Idea, რომელიც ეხება ფენომენოლოგიას აღმოსავლეთ ცენტრალურ ევროპაში.
პროექტი Dilemma Academy ხორციელდება Borderland Foundation-ის მიერ და ევროკავშირის პროექტის „შემოქმედებით ევროპა“ მხარდაჭერით. პროექტის თანაორგანიზატორები არიან Pen Armenia და Institute for Central European Strategy. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ლექციები ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
დრო: 6 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 32
დასწრება თავისუფალია.