ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კარიერული განვითარების პროექტი Level UP – ნინო გელანტიას საჯარო ლექცია „უნარ-ჩვევები და პროფესიონალური თვითანალიზი“

ღონისძიებები

30 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნინო გელანტია წაიკითხავს ლექციას „უნარ-ჩვევებისა“ და „პროფესიონალური თვითანალიზის“ შესახებ.

სპიკერის შესახებ

ნინო გელანტია ორგანიზაცია „GYRSA“-ს დამფუძნებელი და დირექტორია,  საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების მართვის, ასევე, 11-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და სტუდენტების კარიერულ განვითარებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში.

Level UP შედგება 5 ლექციისგან, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 30 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

2026

ბანერები