ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ მარიამ ლეკვეიშვილის ვორკშოპი - ”ფილოგენეზის კვლევის თანამედროვე მეთოდები”

ღონისძიებები

18 და 19 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ლეკვეიშვილი ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: ”ფილოგენეზის კვლევის თანამედროვე მეთოდები”. ვორკშოპი ჩატარდება ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მიმდინარე პროექტის - ” საქართველოს ბუნებრივი და აგროსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება, მონიტორინგი, ბიოკონტროლი” - ფარგლებში.

ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე isenvenho@gmail.com.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 ივნისი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ლეკვეიშვილი
ელფოსტა: isenvenho@gmail.com

 დრო: 18 ივნისი, 13:00-17:00 საათი 19 ივნისი, 10:00-17:00 საათი, შესვენება - 13:00-14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები