ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ მანფრედ ნოვაკის ლექცია

ღონისძიებები

11 აპრილს, 18.30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (მის.: ი.ჭავჭავაძის გამზირი №32) გაიმართება პროფესორ მანფრედ ნოვაკის ლექცია თემაზე: ”წამება 21-ე საუკუნეში-გაეროს სპეციალური მომხსენებლის გამოცდილება წამებასთან დაკავშირებით”.

ვიენას უნივერსიტეტის პროფესორი  და ლოდვინგ ბოლთსმანის ინსტიტუტის დირექტორი მანფრედ ნოვაკი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტია. მისი აკადემიური კარიერა მოიცავს 400-მდე პუბლიკაციას. იგი 1994-1997 წწ. იყო გაეროს ექსპერტი ყოფილ იუგოსლავიაში, 1996-2003 წწ კი - ადამიანის უფლებების პალატის მოსამართლე ბოსნიაში.

ამჟამად გაეროს სპეციალური მომხსენებელია წამების საკითხებზე.

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

ბანერები