ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ლორან ჯიზონის ლექცია „ჰელიოსეისმოლოგიის მიღწევები“

ღონისძიებები

8 ოქტომბერს, 16:00 სააათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ლორან ჯიზონის საჯარო ლექცია თემაზე: „ჰელიოსეისმოლოგიის მიღწევები“.

ლორან ჯიზონი არის გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი და მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი.

თემის მოკლე აღწერა 

მზის წიაღის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. განსაკუთრებით საინტერესოა შეფასება კონვექციურ ზონაში არსებული დინებებისა,   რომლებიც წარმოშობენ მაგნიტურ ველებს. მზის რხევები საშუალებას გვაძლევს  დავინახოთ, რა ხდება მზის ზედაპირის ქვეშ, დაახლოებით ისე, როგორც გეოფიზიკოსები იკვლევენ დედამიწის წიაღს მიწისძვრების საშუალებით. მოხსენება შეეხება ჰელიოსეისმოლოგიის უახლეს მიღწევებს მზის წიაღში არსებული დინებებისა და მათი 11-წლიან ციკლზე დამოკიდებულების შესწავლაში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 8 ოქტომბერი, 16 საათი 

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები