ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ლორა ადამსის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

7 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)  ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ცენტრალური აზიისა და კავკასიის პროგრამის დირექტორი, პროფესორი ლორა ადამსი  წაიკითხავს ლექციას თემაზე: "UNESCO and the Politics of IntangibleCultural Heritage ".

მიმდინარე საუკუნის დასაწყისში იუნესკოს ინიციატივით შემუშავდა პროგრამა, რომლითაც ქართულ პოლიფონიას მიენიჭა სტატუსი "ზეპირი და არამატერიალური საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები". აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროფესორი ადამსი აწარმოებს შედარებით კვლევას იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ლოკალური კულტურული მემკვიდრეობის გლობალიზაცია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებული იქნება ნაციონალურ და ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის პოლიტიკასა და საბჭოთა მემკვიდრეობის მოულოდნელ პოზიტიურ ეფექტზე.

ბანერები