ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ლეილა კარიმის საჯარო ლექცია - რაოდენობრივი მონაცემები: კვლევის საკითხების შესატყვისობა კვლევის შესაბამის დიზაინთან

ღონისძიებები

24 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, IV სამეცნიერო კონფერენციის - „ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები“ - ფარგლებში, ჯანდაცვის და დაზღვევის სკოლის მოწვევით, ტრობეს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (ავსტრალია) პროფესორი, ფსიქოლოგიისა და სტატისტიკის დოქტორი, ლეილა კარიმი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რაოდენობრივი მონაცემები: კვლევის საკითხების შესატყვისობა კვლევის შესაბამის დიზაინთან“.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი ლეილა კარიმი მოღვაწეობს ტრობეს უნივერსიტეტის (ავსტრალია) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. მისი კვლევითი სფერო მოიცავს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, გამოყენებითი სტატისტიკისა და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების საკითხებს. საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 40-მდე ნაშრომი.

2011 წლიდან იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია და რამდენიმე ლექცია აქვს ჩატარებული ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებთან.

მოხსენების ენა: ინგლისური

დრო: 24 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები