ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ კრისტინა პოზნანსკას საჯარო ლექცია „ინოვაციის წარმატების ფაქტორები მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში“

ღონისძიებები

1-ლ მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი კრისტინა პოზნანსკა წაიკითხავს  საჯარო ლექციას თემაზე: „ინოვაციის წარმატების ფაქტორები მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში“.

ლექციის მიზანია, წარმოგიდგინოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება პოლონეთში და აჩვენოს კონკურენტული უპირატესობისა და ინოვაციების მთავარი წყაროები მცირე და საშუალო ბიზნესში.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:

  • მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SME) როლი საბაზრო ეკონომიკაში;
  • მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება პოლონეთში პოლონეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის პერიოდში და მათი ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგ;
  • პოლონეთის მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ინოვაციურობა;
  • კონკურენტული უპირატესობის წყაროები და ინოვაციის წარმატების ფაქტორები – თეორიული საკითხები;
  • პოლონეთის მცირე და საშუალო ზომის უპირატესობის წყაროები ევროკავშირის ბაზარზე – ემპირიული შედეგები.

მომხსენებლის შესახებ

კრისტინა პოზნანსკა კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტისა (Kraków University of Economics) და ვარშავის ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებულია. მას პრაქტიკა გავლილი აქვს (როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი) გერმანიისა და ავსტრალიის უნივერსიტეტებში. ასევე იყო DAAD-ისა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) და კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი.

პროფესორი პოზნანსკა უნივერსიტეტებში 1983 წლიდან მუშაობს. 1997 წლიდან არის ინოვაციის მენეჯმენტის დეპარტამენტის მუდმივი წევრი, 2005 წლიდან კი – მისი ხელმძღვანელი. იგი ასრულებს ინოვაციის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელის ფუნქციას.

პროფესორის სამეცნიერო ინტერესის სფერო აერთიანებს ინოვაციურ მენეჯმენტსა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დარგს.

კრისტინა პოზნანსკა პოლონეთში, გერმანიასა და აშშ-ში გამოცემული 200-მდე წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია (მაგ.,“Gospodarka Narodowa”, “Przegląd Organizacji”, “Journal of Business Venturing”, “Zeitschrift fuer Offentliche Unternehmen”).

დრო: 1 მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციის სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

ბანერები