ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ კრისტინა პოზნანსკას საჯარო ლექცია „ინოვაციების ახალი ფორმები“

ღონისძიებები

2 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი კრისტინა პოზნანსკა წაიკითხავს  საჯარო ლექციას თემაზე: „ინოვაციების ახალი ფორმები“.

ლექციის მიზანია, წარმოადგინოს ღია ინოვაციის ცნება.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:

  • ღია ინოვაციის ცნება;
  • ინოვაციური აქტივობის მხარდაჭერის სისტემა პოლონეთში;
  • საწარმოების ურთიერთობა ბიზნეს გარემოში მოქმედ დაწესებულებებთან, როგორც ღია ინოვაციის მანიფესტაცია; კვლევის შედეგები.

მომხსნებლის შესახებ

კრისტინა პოზნანსკა კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტისა (Kraków University of Economics) და ვარშავის ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებულია. მას პრაქტიკა გავლილი აქვს (როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი) გერმანიისა და ავსტრალიის უნივერსიტეტებში. ასევე იყო DAAD-ისა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) და კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი.

პროფესორი პოზნანსკა უნივერსიტეტებში 1983 წლიდან მუშაობს. 1997 წლიდან არის ინოვაციის მენეჯმენტის დეპარტამენტის მუდმივი წევრი, 2005 წლიდან კი – მისი ხელმძღვანელი. იგი ასრულებს ინოვაციის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელის ფუნქციას.

პროფესორის სამეცნიერო ინტერესის სფერო აერთიანებს ინოვაციურ მენეჯმენტსა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დარგს.

კრისტინა პოზნანსკა პოლონეთში, გერმანიასა და აშშ-ში გამოცემული 200-მდე წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია (მაგ.,“Gospodarka Narodowa”, “Przegląd Organizacji”, “Journal of Business Venturing”, “Zeitschrift fuer Offentliche Unternehmen”).

დრო: 2  მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები