ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ კონსტანტინე კუბლაშვილის საჯარო ლექცია - „ადამიანის ძირითადი უფლებები 20 წლის გადმოსახედიდან“

ღონისძიებები

16 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „ადამიანის ძირითადი უფლებები 20 წლის გადმოსახედიდან“.ლექცია მიეძღვნება საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის იუბილეს.

კონსტანტინე კუბლაშვილი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საქართველოს პარლამენტის აპარატში, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. 2005 წლიდან კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. 2000 წელს კონსტანტინე კუბლაშვილმა ჰანოვერის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა "სამართლის დოქტორის" (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი. იგი გახლავთ არაერთი სამეცნიერო შრომის, პუბლიკაციის, სახელმძღვანელოს ავტორი სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებზე.

ლექციის დრო: 16 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები