ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ კენეთ რაინეკე ჰანსენის მოხსენება „მედიანიუსების კრიტიკული წიგნიერება“

ღონისძიებები

24 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D305 აუდიტორიაში კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას: „მედიანიუსების კრიტიკული წიგნიერება“.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ასწავლის და იკვლევს დანიურ ენას, ლიტერატურასა და მედიებს. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესების საგანია გაყალბებული ახალი ამბები, მოსწავლეთა მედიაწიგნიერება და ბავშვთა ზნეობრივი აღზრდა. მას გამოცემული აქვს წიგნები და სტატიები სატელევიზიო ახალი ამბების დრამატურგიის, მომავალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის, მედიადიდაქტიკის, დანიური ორთოგრაფიისა და სხვა საკითხების შესახებ.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 24 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: D305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები