ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ჟან-დომინიკ პოლაკის სემინარი: სადოქტორო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია, როგორც ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობა

ღონისძიებები

9-10 ნოემბერს, 9:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, Erasmus+ის ეროვნული ოფისის ორგანიზებით, პარიზის პიერ და მარი კიურების უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან-დომინიკ პოლაკი (Jean-Dominique Polack), ჩაატარებს სემინარს თემაზე: სადოქტორო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია, როგორც ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობა (Internationalization of doctoral programmes as precondition for quality enhancement).

სემინარის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს სადოქტორო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ მიმართოთ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის განვითარების სამსახურს: development@iliauni.edu.ge

დრო: 9-10 ნოემბერი, 9:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები