ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ იოგრ ჰარდის საჯარო ლექცია: „ავტონომია და მორალი“

ღონისძიებები

12 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმისა და სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი იოგრ ჰარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ავტონომია და მორალი“. 

განხილული იქნება მორალის და ავტონომიის ცნებათა ურთიერთგადაკვეთის საფუძველზე აგებული მორალური ფილოსოფია, რომელიც ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რაზეც შესაძლებელია დაეფუძნოს სოციალური და პრივატული (კერძო) ავტონომია და თვით-განსაზღვრება (თვით-დეტერმინაცია). მორალის უნივერსალურობა განაპირობებს ეთიკურ მოთხოვნათა მნიშვნელადობას, რომელსაც შეიძლება მისდიოს თითოეულმა ადამიანმა უმაღლესი სიკეთეების დასაცავად. ამ თეორიულ ბაზაზე დაყრდნობით, რომელიც თავის სათავეს კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიაში იღებს, წარმოჩენილი და განხილული იქნება გამოყენებითი ეთიკის სხვადასხვა საკითხი, კერძოდ: ზოგადი კლინიკური ეთიკა, აბორტი, სუიციდი და გარემოს დაცვის ეთიკა.

მომხსენებლის შესახებ

ფილოსოფოსი იორგ ჰარდი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია. სავიზიტო პროფესურა აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, რუსეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ქრისტიანულ აკადემიაში და, ასევე, ჩინეთის უნივერსიტეტში. ჰარდი არის მიუნსტერის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის -„ნორმების დაფუძნება მედიცინის ეთიკასა და ბიოპოლიტიკაში“ - წევრი. ამასთან, იგი არის ინტერნაცონალური ჟურნალის - „გამოყენებითი ფილოსოფიის“ - გამომცემელი. ჰარდის მონოგრაფიათა თემატიკა მოიცავს როგორც ძველი ბერძნული ფილოსოფიის საწყისებს, ასევე ახალი დროის ფილოსოფიას. 

დრო: 12 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები