ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გიორგი სანიკიძის პრეზენტაცია „ქართულ-ირანული ურთიერთობები და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი და ფრანგი ავტორები საქართველოს შესახებ“

ღონისძიებები

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი გიორგი სანიკიძე გამართავს პრეზენტაციას „ქართულ-ირანული ურთიერთობები (ისტორია, პოლიტიკა, კულტურა, მეცნიერება) და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი და ფრანგი ავტორები საქართველოს შესახებ“

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ორ პროექტზე – „ქართულ-ირანული ურთიერთობები (ისტორია, პოლიტიკა, კულტურა, მეცნიერება)" და „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი და ფრანგი ავტორები საქართველოს შესახებ“ – მუშაობის შედეგები. საუბარი შეეხება პროექტების ფარგლებში ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სახის აქტივობას: ლინგვისტიკა და ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები (ნიკოლოზ ნახუცრიშვილი), ლიტერატურული კავშირები (თამთა ფარულავა), სპარსული ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ (გრიგოლ ბერაძე, მარინა ალექსიძე, თამარ ლეკვეიშვილი), ფრანგული ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ (ირინე ნაჭყებია, გიორგი სანიკიძე), ირანის თანამედროვე პოლიტიკა (გიორგი სანიკიძე, ნიკოლოზ ნახუცრიშვილი). 

გაიმართება პროქტების ფარგლებში წელს გამოცემული პუბლიკაციების პრეზენტაცია, მათ შორის წიგნებისა: „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ (რედ. გიორგი სანიკიძე); მარინა ალექსიძის, გრიგოლ ბერაძისა და ირინა კოშორიძის „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“ (ქართულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზე); ირინე ნაჭყებიას „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“; „შარდენის მოგზაურობის“ ახალი, შევსებული და გადამუშავებული თარგმანი გამოკვლევითა და კომენტარებით; ნიკოლოზ ნახუცრიშვილის (თანაავტორი), ფერეიდნული დიალექტის კორპუსული ლექსიკონი და სხვ.

ასევე წარმოდგენილი იქნება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი (ისტორიულ-კულტურული კვლევა, არსებული საფრთხეების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის გზები და სხვა)“ შუალედური ანგარიში.


დრო: 17 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები