ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გიორგი ქადაგიძის საჯარო ლექცია: ინოვაციების როლი თანამედროვე ეკონომიკაში

ღონისძიებები

3 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის პროფესორი, გიორგი ქადაგიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ინოვაციების როლი თანამედროვე ეკონომიკაში“.
ლექცია შეეხება ინოვაციებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, მათ გავლენასა და მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაზე.

მომხსენებლის შესახებ
გიორგი ქადაგიძემ 2001 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. იმავე წელს მიენიჭა აშშ-ის პრესტონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის მაგისტრატურა სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით და მიენიჭა სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. გიორგი ქადაგიძე სხვადახვა დროს ხელმძღვანელობდა თბილისის მერიის საფინანსო სამსახურს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს. 2009-2016 წლებში კი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი.
 
დრო: 3 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები