ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია: პერვერსია და „მამის კანონი“ ფსიქოანალიზში და მის მიღმა

ღონისძიებები

14 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება პროფესორ გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია: პერვერსია და „მამის კანონი“ ფსიქოანალიზში და მის მიღმა.

ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებაში მცირეწლოვანი ბავშვის ამბივალენტური გრძნობები მამის მიმართ განაპირობებს მისი ფსიქიკის ფორმირებას. მამასთან იდენტიფიკაცია, მასთან დამსგავსება ბავშვში ნორმატიულ ცნობიერებას აყალიბებს. მამის, მისი „კანონისადმი“ დაუმორჩილებლობა კი პერვერსიების გაჩენის საფუძველია. ამდენად, მამას ფსიქოანალიზში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ჟაკ ლაკანი პერვერსიას „მამის ვერსიას“ უწოდებდა. პერვერსია არის ისეთი, როგორიც მამას არ უნდა. ამასთან, სწორედ პერვერსიები ამოძრავებენ კულტურას, ხოლო ძალაუფლება, კანონი, მორალი - მამისადმი მორჩილების პრინციპზე დგას.

დრო: 14 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები