ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გიორგი დერლუგიანის საჯარო ლექცია - კლასიკური მოდერნიზაციის ნახტომები: პოლონეთი და ოტომანური ეგვიპტე, გერმანია და რუსეთი

ღონისძიებები

22 დეკემბერს, სამშაბათს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი დერლუგიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას - კლასიკური მოდერნიზაციის ნახტომები: პოლონეთი და ოტომანური ეგვიპტე, გერმანია და რუსეთი (The Classical Modernization Spurts: Poland and Ottoman Egypt, Germany and Russia).

ლექცია ტარდება ლექციათა ციკლის - "კრიზისი და კრიტიკა" - ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“.

გიორგი დერლუგიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ამერიკელი სოციოლოგია. იგი ავტორია წიგნებისა: „ბურდიოს საიდუმლო თაყვანისმცემელი კავკასიაში“ (2005; დასახელდა წლის საუკეთესო წიგნებს შორის); „აქვს თუ არა მომავალი კაპიტალიზმს?" (2013) და სხვ; პროფესორმა დერლუგიანმა საბჭოთა კავშირი 1990 წელს დატოვა, რის შემდეგაც მოღვაწეობს აშშ-ში; იყო იმანუელ ვალერსტაინის მოწაფე და მსოფლიო სისტემების ანალიზის მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის არის ცივი ომის შემდგომი გლობალიზაციის თეორეტიკოსი და კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და აფრიკაში ეთნიკური ძალადობის, ომისა და რევოლუციის სპეციალისტი.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული ქართული თარგმანი).

დრო: 22 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები