ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გია ნოდიას საჯარო ლექცია: „პოსტნაციონალური ილუზიის დასასრული“

ღონისძიებები

24 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის პროფესორი, გია ნოდია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პოსტნაციონალური ილუზიის დასასრული“.

დასავლურ საზოგადოებებში ნაციონალისტური ტალღის გაძლიერება, რაც გამოიხატა ბრექსიტში, დონალდ ტრამპის არჩევაში, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების გაძლიერებაში, ხშირად ლიბერალური დემოკრატიის და გლობალური ლიბერალური წესრიგის მიმართ გამოწვევად აღიქმება და სწორედ ამ კუთხით განიხილება. თუმცა, ეს ახალი ტენდენციები მოითხოვს იმ ზოგადი თეორიული წანამძღვრების კრიტიკულ გადახედვასაც, რასაც ეყრდნობა ერების და ნაციონალიზმის გააზრება დასავლურ სოციალურ მეცნიერებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გია ნოდიამ, გასული წლის ნოემბერსა და ამა წლის იანვარში ამ თემაზე ლექციები უკვე წაიკითხა ვაშინგტონსა და ტორონტოში, „სეიმურ მარტინ ლიფსეტის ლექციის“ ფორმატში (რომელიც ამ გამოჩენილი მეცნიერის პატივსაცემად ყოველწლიურად ეწყობა). პროფესორი საკუთარ მოსაზრებებს ამჯერად ქართულ აუდიტორიას გააცნობს.

დრო: 24 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები