ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გია ჯოხაძის საჯარო ლექცია: „სიყვარულის ისტორია - იოსიფ ბროდსკი: Femme Fatale“

ღონისძიებები

7 აპრილს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“, ილიაუნის პროფესორი, მთარგმნელი გია ჯოხაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სიყვარულის ისტორია - იოსიფ ბროდსკი: Femme Fatale“. მთარგმნელი წაიკითხავს იოსიფ ბროდსკის თარგმანებსაც.

საჯარო ლექცია ჩატარდება საბაკალავრო კურსის - რა არის პოეზია, პოეტები და მუზები - ფარგლებში.

დრო: 7 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები