ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გეორგ ლომანის საჯარო ლექციები ადამიანის უფლებების შესახებ

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, მაგდებურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი გეორგ ლომანი 5, 6 და 7 ნოემბერს წაიკითხავს საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებების შესახებ.

ლექცია 1: „ადამიანის უფლებები: განსხვავებული კონცეფციები დაზოგადი ცნება“ („Different Conceptions and a General Concept of HumanRights“)
5 ნოემბერი, 12:00 საათი, აუდიტორია E 235

ლექცია 2: „როგორ დავაფუძნოთ გლობალური სოციალური უფლებები“ („How to justify Global Social Rights“)
6 ნოემბერი, 15:00 საათი, აუდიტორია E 304

ლექცია 3: „ტოლერანტობა და გამოხატვის თავისუფლების უფლება“(„Tolerance and the Right to Freedom of Expression“)
7 ნოემბერი, 15:00 საათი, აუდიტორია E 401

ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული თარგმანით.

დასწრება თავისუფალია.

გეორგ ლომანი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული თეორეტიკოსი და ფუძემდებელია. ის იყო ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი; 1996 წლიდან პროფესორია მაგდებურგის უნივერსიტეტის პრაქტიკული ფილოსოფიის კათედრაზე; 2009 წლიდან კი ბილეფელდის უნივერსიტეტის დისციპლინათაშორისი კვლევითი ცენტრის მკვლევარია. გეორგ ლომანი ავტორი და გამომცემელია შემდეგი წიგნებისა:

  • „დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო სიქველეები აღმოსავლეთსა და დასავლეთში“ („Demokratische Zivilgesellschaft und Bürgertugenden in Ost und West“), 2002;
  • „მნიშვნელობს თუ არა ადამიანის უფლებები უნივერსალურად?დაფუძნება და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“(„GeltenMenschenrechte universal? Begründungen und Infragestellungen“), 2008;
  • „ადამიანის უფლებები. დისციპლინათაშორისი სახელმძღვანელო“ („Menschenrechte. Ein interdisziplinäres Handbuch“),2012.
ბანერები