ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გარი ჰემერის საჯარო ლექცია „ლიდერობა მედიცინასა და მეცნიერებაში“

ღონისძიებები

2 თებერვალს, 17:00 საათზე, G 106 აუდიტორიაში მიჩიგანის უნივერსიტეტის ენდოკრინული ონკოლოგიის პროგრამის დირექტორი, ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების (Endocrine Society) ყოფილი პრეზიდენტი (დეტროიტი, აშშ), პროფესორი გარი ჰემერი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე „ლიდერობა მედიცინასა და მეცნიერებაში“.

ლექციის შესახებ

მოტივაციური და ინსპირაციული ლექცია დაფუძნებულია თავად პროფესორ გარი ჰემერის გამოცდილებასა და მეცნიერებასა და მედიცინაში მის მიერ განვლილ კარიერულ გზაზე. მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ შეუძლია საკუთარი მოწყვლადობის გაცნობიერებას, გახდეს ინსპირაციის წყარო, რათა სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ, გავითავისოთ კონცეფცია აქ და ახლა. ვიცხოვროთ ამჟამინდელ დროში, დრო და სივრცე გამოვიყენოთ განვითარებისთვის, სხვების შთაგონებისა და ჩვენ ირგვლივ არსებული გარემოსა და სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად. მომხსენებელი ასევე შეეხება ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობას, იმ კავშირს, ნდობასა და ურთიერთგაგებას, რაც აუცილებელია ექიმსა და პაციენტს შორის სრულყოფილი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხანგრძლივ პერსპექტივაში.

მომხსენებლის შესახებ

გარი ჰემერი, MD, PhD, მიჩიგანის უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის, უჯრედული და განვითარების ბიოლოგიისა და მოლეკულური და ინტეგრაციული ფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია. ამჟამად როგორც ენდოკრინული ონკოლოგიის პროგრამის დირექტორი მოღვაწეობს როგელის კიბოს ცენტრში, სადაც უკავია პროფესორის თანამდებობა თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების მიმართულებით.

მან MD და PhD ხარისხი ნეირომეცნიერებებში მიიღო ტუფტის უნივერსიტეტში, ხოლო რეზიდენტური – შინაგან მედიცინაში, შემდეგ – ენდოკრინოლოგიაში, დიპლომის შემდგომი განათლება კი – კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან-ფრანცისკო).

პროფ. გარი ჰემერმა ხელი შეუწყო მიჩიგანის თირკმელზედა ჯირკვლის მეცნიერთა გუნდის საქმიანობის ბოლოდროინდელ აღორძინებას. გუნდი აერთიანებს თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებათა შემსწავლელ მეცნიერებს.

მან UofM Jerome Conn-ის ჯილდო მიიღო შინაგანი მედიცინის გამორჩეული კვლევისთვის, ენდოკრინული საზოგადოების ედვინ ბ. ასთვუდის ჯილდო – კი გამორჩეული კვლევისთვის. გარი ჰემერი ASCI-ისა და AAP-ის წევრია.

ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Xiq3UG

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 2 თებერვალი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, გ. წერეთლის გამზ. N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები