ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გალ ჰერცის სემინარი: Pro Patria Mori - პოეტები ომში, ვალტერ ფლექსი და ვილფრედ ოუენი

ღონისძიებები

6 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, ჩაატარებს სემინარს: Pro Patria Mori - პოეტები ომში, ვალტერ ფლექსი და ვილფრედ ოუენი.

სემინარის შესახებ

I მსოფლიო ომმა არაერთი ლიტერატურული ნაშრომი შექმნა, მათ შორის მეომარი-მწერლების ავტორობით. გერმანელი ვალტერ ფლექსი და ინგლისელი ვილფრედ ოუენი ოფიცრები იყვნენ, ვინც თავიანთი არტისტული ხმა ომის გამოცდილების გავლით იპოვეს. ორივე მათგანმა არჩია, დაბრუნებულიყო ფრონტზე და ორივე დაეცა ბრძოლის ველზე, რამაც მათ მეტი მომხიბვლელობა შესძინა მკითხველის თვალში. მიუხედავად სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლისა და მათი ნაშრომების განსხვავებული რეცეფციისა (ფლექსის, როგორც ნაციონალისტის და ოუენის, როგორც ერთგვარად პაციფისტის), მათი ერთად წაკითხვა გასაოცარი გზაა ენაზე და ომზე, ესთეტიკაზე და ძალადობაზე დასაფიქრებლად.

სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 6 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის E209 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები