ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გალ ჰერცის სემინარი: ენა და ძალადობა ჰანოხ ლევინის „მკვლელობაში“

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, ჩაატარებს სემინარს (თეატრალური დადგმითურთ): ენა და ძალადობა ჰანოხ ლევინის „მკვლელობაში“

სემინარის შესახებ

ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დრამატურგისა და თეატრალური რეჟისორის, ჰანოხ ლევინის (1943-1999), შემოქმედება ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეგზისტენციალურ საკითხებს და, მიუხედავად იმისა, რომ ლევინმა წარმატებებს მიაღწია, მისი არაერთი დადგმა სკანდალურად მიიჩნევა. „მკვლელობაში“ ლევინი განიხილავს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, მაგრამ დადგმა სცდება ამ საზღვრებს და იძლევა საშუალებას პოლიტიკური ძალადობის ბუნებაზე და ენასთან და თეატრთან მის მიმართებაზე რეფლექსიისათვის. სემინარზე, პროფესორი ჰერცი სტუდენტებთან ერთად შეასრულებს პირველ აქტს და განიხილავს უსარგებლო, ჭარბი ძალადობის პოლიტიკურ ლოგიკას.

სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის E115 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები