ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გალ ჰერცის სემინარი: ძალადობის ხმა - ჟან ამერი გონების ლიმიტებთან

ღონისძიებები

7 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C317 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, ჩაატარებს სემინარს: ძალადობის ხმა - ჟან ამერი გონების ლიმიტებთან.

სემინარის შესახებ

ჟან ამერი საკუთარ წიგნში - „გონების ლიმიტებთან“ - აღწერს ჯერ ანტვერპენში, შემდგომ კი - აუშვიცში გესტაპოს პატიმრად ყოფნის პირად გამოცდილებას. წამება, მისი განმარტებით, წარმოადგენს „თვითის საზღვრების იმგვარ დარღვევას სხვის მიერ, რომლის არც განეიტრალებაა შესაძლებელი დახმარების მოლოდინით და არც გამოსწორება - წინააღმდეგობის გაწევით“. ურთიერთმიმართება თვითსა და სხეულს, ტკივილსა და მეტყველებას, იმედსა და სიკვდილს შორის ქმნის უნიკალურ ჩარჩოს, რომელიც უპირისპირდება პოლიტიკური ძალადობის თანამედროვე აღქმას. სემინარზე გილ ჰერცი წაიკითხავს პასაჟებს ტექსტიდან და განიხილავს იმ ეპისტემოლოგიურ ასპექტებს, რომელსაც ავტორი გვთავაზობს ძალადობაზე, როგორც არა მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალებაზე, არამედ კონსტიტუციურ მომენტზე დასაფიქრებლად.

სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 7 დეკემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის C317 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები