ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გალ ჰერცის საჯარო ლექცია: ომის დადგმის კრიტიკა - კარლ კრაუსი და პირველი მსოფლიო ომი

ღონისძიებები

5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: ომის დადგმის კრიტიკა: კარლ კრაუსი და პირველი მსოფლიო ომი.

ლექციის შესახებ

რა ხდება მაშინ, როცა ფაქტები და სიმართლე აღარ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც, მათ გაუთვალისწინებლად, ახდენენ მასების მობილიზებასა და მოტივირებას ძალადობრივი თავგადასავლებისთვის? ავსტრიელი ავტორი და კრიტიკოსი, კარლ კრაუსი (1874-1936), პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ოპონენტი იყო. თავის თეატრალურ პასუხში - კაცობრიობის უკანასკნელი დღეები - მან არა მხოლოდ დოკუმენტურად ასახა და აციტირა ომის დისკურსი, არამედ აჩვენა ისიც, თუ როგორ აქცევს სწორედ ციტირების ფორმა მარიონეტებად მოქალაქეებს, რომლებიც გაუაზრებლად თამაშობენ თავიანთ როლს კაცობრიობის ტრაგედიაში.

პროფესორი გალ ჰერცი, შეეცდება აჩვენოს კრაუსის კრიტიკა პიესიდან სხვადასხვა სცენის მოშველიებით და, ასევე, ის, თუ როგორ ქმნის დისკურსის ხელახლა განხორციელება და დადგმა კრიტიკულ პოზიციას.

სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 5 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები